GEO CATERING — ეს არის გუნდი, რომელიც ქმნის გემოვნებიან გამოცდილებებს. ჩვენ ვთავაზობთ როგორც ფურშეტ სერვისს, ასევე სრულფასოვან ქეითერინგის მომსახურებას ყველა ტიპის ღონისძიებისთვის — კორპორაციული შეხვედრები, პრეზენტაციები, იუბილეები, ქორწილები, კონფერენციები და კერძო მიღებები.
რატომ GEO CATERING?
ნებისმიერი ზომის ღონისძიებას ვაქცევთ დახვეწილ და გემოვნებიან ივენთად.
ჩვენი ქეითერინგის სერვისი აერთიანებს: გემოვნებას, ვიზუალურ ელეგანტურობას და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
განსაკუთრებულად ვაქცევთ ყურადღებას ინგრედიენტების სისუფთავეს, მენიუს მრავალფეროვნებასა და თანამედროვე სერვირებას — შედეგი კი არის გამოცდილება, რომელიც თქვენს სტუმრებს საოცარ შთაბეჭდილებას უტოვებს.
GEO CATERING უკვე მრავალი წელია ოპერირებს ღონისძიებების ინდუსტრიაში და ქმნის კულინარიულ გამოცდილებებს, სადაც გემო, სერვისი და ესთეტიკა ერთ არტში ერთიანდება. ქეითერინგი და დახვეწილი ფურშეტი ნებისმიერი წარმატებული ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ, რომ თითოეული დეტალი იდეალურად ეხმიანებოდეს თქვენი ივენთის ატმოსფეროს.
ვაფასებთ ინდივიდუალურობას:
ყოველი ღონისძიება უნიკალურია — იქნება ეს კორპორაციული შეხვედრა, პრეზენტაცია, იუბილე, ქორწილი, კონფერენცია თუ კერძო მიღება.სწორედ ამიტომ, თითოეული მენიუ, სტილი და გაფორმება სპეციალურად თქვენს მოთხოვნებზე, სივრცეზე და სტუმრების რიცხვზე არის მორგებული.
GEO CATERING-თან თანამშრომლობა ნიშნავს სრულყოფილ ორგანიზებას — საჭირო აღჭურვილობით დაწყებული, მოწინავე სერვისითა და დახვეწილი პრეზენტაციით დასრულებული.ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი ღონისძიება იყოს გემრიელი, შთამბეჭდავი და სრულიად გამართული.




